საუდის არაბეთში კორონავირუსის გამო სამეფო ოჯახიც დაზარალდა. მისი 150 წევრი COVID-19-ით დაავადდა. ამის შესახებ The New York Times-ი ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან დაკავშირებით, საავადმყოფოში, რომელიც სამეფო ოჯახს ემსახურება, უკვე მოამზადეს 500 VIP-ადგილი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში.
ერთ-ერთი პრინცი და ერ-რიადის გუბერნატორი რეანიმაციაში იმყოფება.
ასევე ცნობილია, რომ 84 წლის მეფე სალმანი წითელ ზღვაში კუნძულზე მდებარე თავის სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფება, ისევე როგორც ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი და მისი მინისტრები.
საუდის არაბეთში დაწესებულია მკაცრი საკარანტინო ზომები, გარეთ გასვლა მხოლოდ მაღაზიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში შეიძლება.
ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია COVID-19-ის 2 795 დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 41 ადამიანი.