კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების 14 შტატის ხელისუფლებამ სკოლების წლის ბოლომდე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
შტატები, სადაც სკოლები წლის ბოლომდე დაიხურა: ალაბამა, არიზონა, არკანზასი, ჯორჯია, ინდიანა, კანზასი, მიჩიგანი, ნებრასკა, ნიუ მექსიკო, ოკლაჰომა, პენსილვანია, ვერმონტი, ვირჯინია და ვაშინგტონი.
სამი შტატის ხელისუფლება რეკომენდაციას უწევს სკოლებს, წლის ბოლომდე გადადონ სწავლის დაწყება. ეს შტატებია: კალიფორნია, აიდაჰო და სამხრეთ დაკოტა.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400 ათასს გასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულია 432 579 ადამიანი, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 14 830 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 24 245-ზე მეტი პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულია ყველა შტატში, გარდა ვაიომინგის შტატისა.
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა მასშტაბით, გასულ 24 საათში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 799 ადამიანი გარდაიცვალა.
"გარდაცვლილთა რიცხვი მატულობას. გუშინ ჩვენ 799 ადამიანი დავკარგეთ", - განაცხადა კუომომ და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.
ბოლო მონაცემებით, 8 აპრილს შტატში გარდაიცვალა 779 ადამიანი, 6 აპრილს - 731, 5 აპრილს - 599, 4 აპრილს - 594, ხოლო 3 აპრილს - 630 ადამიანი.
ამ დროისათვის მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 506 936-ს შეადგენს, გარდაიცალა 90 057 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 340 630 პაციენტი.