იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 18 279-ს მიაღწია. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
"ამ დროისათვის ინფიცირებულია 96 877 ადამიანი, ერთ დღეში მათი რაოდენობა 1 615-ით გაიზარდა", - განაცხადა ბორელიმ ბრიფინგზე.
როგორც ბორელიმ აღნიშნა, კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 610-ით გაიზარდა. ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 18 279-მდე გაიზარდა. ოთხშაბათს დაფიქისრებული იყო 542 ლეტალური შემთხვევა, ერთი დღით ადრე -610.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 28 470-მდე. ერთ დღეში კორონავირუსისგან 1079 ადამიანი განიკურნა.
ინტენსიური თერაპიის პალატების პაციენტების რაოდენობა ზედიზედ მეექვსე დღეა იკლებს, ერთ დღე-ღამეში რეანიმაცია კიდევ 88 მძიმე პაციენტმა დატოვა. ზედიზედ მესამე დღეა მცირდება საავადმყოფებზე დატვირთვა. სამედიცინო დაწესებულებები კიდევ 86-მა ადამიანმა დატოვა. ამ დროისათვის ჰოსპიტალიზირებულია 28 399 ადამიანი.
ბორელის თქმით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, დაღუპულთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით 143 600-ს შეადგენს.