გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება. მან მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან დისტანცია ქუჩებსა და დაწესებულებებში.
კანცლერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაში ცვლილებები იძლევა დაავადებულთა რაოდენობის შემცირების "ფრთხილი იმედის" საფუძველს.
მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.
"ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, უნდა დავიცვათ წესები აღდგომისთვის და მისი დასრულების შემდეგ, რადგან შესაძლოა, სწრაფად გავანადგუროთ ის, რასაც მივაღწიეთ", - განაცხადა მერკელმა.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 113 615 ადამიანი, გარდაცვლილია 2 349, ხოლო გამოჯანმრთელებულია 46 300 პაციენტი.