შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400 ათასს გასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულია 432 579 ადამიანი, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 14 830 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 24 245-ზე მეტი პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულია ყველა შტატში, გარდა ვაიომინგის შტატისა.
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა მასშტაბით, გასულ 24 საათში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 799 ადამიანი გარდაიცვალა.
"გარდაცვლილთა რიცხვი მატულობას. გუშინ ჩვენ 799 ადამიანი დავკარგეთ", - განაცხადა კუომომ და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.
ბოლო მონაცემებით, 8 აპრილს შტატში გარდაიცვალა 779 ადამიანი, 6 აპრილს - 731, 5 აპრილს - 599, 4 აპრილს - 594, ხოლო 3 აპრილს - 630 ადამიანი.
ამ დროისათვის მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 506 936-ს შეადგენს, გარდაიცალა 90 057 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 340 630 პაციენტი.