საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული.
ამ დროისთვის საქართველოში 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიიანი. კარანტინის რეჟიმში 4722 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 ადამიანია.