საფრანგეთის სამართალდამცავებმა კარანტინის დარღვევისთვის 570 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის წინაშე ანგარიშის წარდგენისას.
"პოლიციამ და ჟანდარმებმა ჩაატარეს 9,5 მილიონი ქუჩის შემოწმება და გამოიცა 570 ათასზე მეტი ჯარიმა", - თქვა მინისტრმა.
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და არასასურსათო მაღაზიები დაიხურა.
17 მარტიდან ამოქმედდა ადამიანების გადაადგილების მკაცრი შეზღუდვები. თვითიზოლაციის რეჟიმი, რომელიც ძალაშია 15 აპრილამდე, შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს.