უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. 30 მათგანს COVID-19 დაუდასტურდა.
კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა. კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუსვეს.