კომპანია "უნივერსალ ქარდ კორფორეიშენი" და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" ერთობლივ პროექტს იწყებენ_"თქვენი სურვილების ბარათი."
კონკურსის მიზანია მედიის საშუალებით მიეწოდოს ქართველ მომხმარებელს სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია გაყიდვების სტიმულირების, ბონუს და დაგროვებითი ბარათების შესახებ.
როგორც "უნივერსალ ქარდ კორფორეიშენი"-ს პიარ-მენეჯერმა ანა კოშაძემ განაცხადა, უნივერსალური დაგროვების ბარათი "იუნიქარდი" მომხმარებელს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.
კონკურსის ჟიური გაომავლენს საუკეთესო მედია პროდუქციას. ეს იქნება საგაზეთი სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე თუ რადიოსიუჟეტი.
ანა კოშაძის განმარტებით კონკურსში გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიებიც. პირველი პრემია - 1500 ლარი, მეორე პრემია - 1000 ლარი და მესამე პრემია - 400 ლარი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტმა და დაინტერესებულმა პირებმა 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ მედია-საშუალებით უკვე გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრის ორი ასლი კომპანია "ჯეპრაში" ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან ადგილზე მიტანით. დეკემბრის ბოლოს კი გამარჯვებულები გამოვლინდება და ისინი შესაბამის პრემიებსაც მიიღებენ.
"თქვენი სურვილების ბარათი" გამარჯვებულებს გამოავლენს და მედია კონკურსის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისაგან დაკომპლექტებული ჟიური: ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი; რუსუდან ვაშაკიძე - ჟურნალისტიკის დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი; თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ლიტერატურული პრემია "საბას" ორგზის ლაურეატი; სოსო ბალუმაშვილი - კომპანია "ჯეპრას" უმცროსი კონსულტანტი, თბილისის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი.
როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, მასალების განხილვისას ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი კრიტერიუმებით: ჟურნალისტური ოსტატობა - მაქსიმუმ 10 ქულა; სფეროს შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხარისხი - მაქსიმუმ 5 ქულა; კონკურსის თემასთან შესაბამისობა - მაქსმუმ 5 ქულა.