21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 21-ვეს შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გიფოძემ.
მისი თქმთ, დღეს დაგეგმილია, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და შედეგების ხვალ იქნება ცნობილი.
გოფოძის განცხადებით, მათთან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს, რომელთაც პნევმონია აქვთ.
„გვყავს ორი კოვიდდადასტურებული, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში. მათაც უტარდებათ მკურნალობა, ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. მხოლოდ ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს“ , – განაცხადა გოფოძემ.