საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 211 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353.