საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა და საერთო რაოდენობამ - 48 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge -ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 48 მოქალაქე. გარდაიცვალა - 3.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.