მსოფლიოში კორონავირუსისგან 300 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზე გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 301 649-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 432 577 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 82 195 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.