დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდა.
მისი თქმით, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე 350-დან 400-მდე შემთხვევა გვექნება.
"საქართველოში ჯერ ჩვენ აღმავალ ფაზაში ვართ. გვაქვსა შემთხვევების მატება. ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს დაახლოებით 350-დან 400-მდე შემთხვევა. ეს თვე იქნება საკმაოდ რთული. აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება სამკაოდ რთული, ამიტომ ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.