ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს მას ინფექციის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვება აძლევს.
"საქართველოში მარნეულის შემდეგ თუ არ ვცდები, გავიდა 10-12 დღე მაინც და ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს ჯერჯერობით არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ყველა სხვა ქვეყანაში, დღეში ფიქსირდება 500 და ზევით შემთხვევა. ჩვენთან 2 ათეულ შემთხვევას არ გადაცდენილა. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იყოს სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით”, - თქვა ცერცვაძემ.