შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება მანამ, სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში.
"დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იყოს სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. მარნეულში დაფიქსირდა უკონტროლო შემთხვევა, მაგრამ იმდენად სწრაფად იქნა აღკვეთილი, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან სულ ორი-სამი ათეული შემთხვევა წამოვიყვანეთ, იგივე სამეგრელოში, იგივე სხვაგან. ამ შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება მანამ, სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას",- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.