ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა
მას მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, მძიმე ორმხრივი პნევმონია და სეფსისი ქონდა.
"ეს იყო 86 წლის ქალი, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხანია ჩვენთან, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში, გარდა იმისა, რომ იყო 86 წლის, ჰქონდა მძიმე თანხმლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებებიდა თანხმლები მოვლენები“ ,- განაცხადა ცერცვაძემ.