საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 45 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge -ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა - 3.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.