ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით 1 154 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ვირუსის გავრცელების დღიდან.
სულ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 497 შემთხვევაა აღრიცხული.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსული ინფექციით 11 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 58 ადამიანი.
რუსეთში ეპიდემიის ცენტრს დედაქალაქი მოსკოვი წარმოადგენს.