გასულ 24 საათში 740-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა ესპანეთში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როდესაც კლების ტენდენცია ფიქსირდება, - განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 5 500 ახალი შემთხვევა, დაავადებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყების დღიდან ესპანეთში უკვე 140 500 აღწევს. გარდაიცვალა 13 798 ადამიანი, ბოლო 24 საათში COVID-19-ს ემსხვერპლა 743 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 43 ათასი პაციენტი.
ესპანეთი მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით აშშ-ის შემდეგ, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით კი იტალიის შემდეგ.