სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა.
ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ. ტაძარში მიდიოდა სტიქაროსნის დედაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია.
covid-19 დუდასტურდა სტიქაროსნის ბაბუასაც.