კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ნიუ იორკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარში დროებით ჰოსპიტალი განთავსდება. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება ტაძრის წინამძღვრის, არქიეპისკოპოს კლიფტონ დანიელის განცხადებაზე დაყრდნობით.
საკათედრო ტაძარი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი გოთიკური არქიტექტურის საკათედრო ტაძარია.
წინამძღვრის განცხადებით, კვირის ბოლომდე ტაძარში სამედიცინო კარვები დამონტაჟდება, რომელთაც 200 პაციენტის მიღება უნდა შეძლონ.
არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ტაძარში ადრეც განთავსებულა ჰოსპიტალი, მაგალითად მაშინ როდესაც, შეერთებულ შტატებში ესპანური გრიპი მძვინვარებდა.
აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 368 449-ს შეადგენს. გარდაიცვალა 10 993 ადამიანი.
ნიუ იორკი ამ დროისათვის აშშ-ში ეპიდემიის ცენტრს წარმოადენს.