მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ჩინელი აქტივისტის, ლიუ სიაობოს მუეღლეს, ლიუ სიას ჩინეთის ხელისუფლებამ შიდა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ჩინეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ლიუ სიასთვის ბრალი კრიმინალური საქმიანობისათვის არ წაუყენებიათ, თუმცა მას საკუთარი სახლის დატოვება ეკრძალება. არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ლიუ სია ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ციხეში მივიდა და პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ნობელიანტობა მიულოცა.
ჩინეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები ლიუ სიასათვის შიდა პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინელი აქტივისტი ლიუ სიაობო გახდა, რომელსაც 2008 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში "სახელმწიფო ხელისუფლების შერყევის წაქეზებისათვის" 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პრემია ლიუ სიაობოს "ჩინეთში ადამიანის უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის გადაეცა",