პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ის მთელმა კაცობრიობამ უნდა მოიხადოს. 80% მოიხდის აკლინიკური ფორმით, 20% - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.
"ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან იმით, რომ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ, ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის არის ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე, წამყვანი მეცნიერებისთვის არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად, ყველამ უნდა მოიხადოს - ამ ვირუსს დღეს არსებული კაცობრიობის 80% აკლინიკური ფორმით მოიხდის, 20% - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ ბეცეჟე ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში. ალბათ, ჩვენ ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას, რადგან ბეცეჟე ვაქცინაცია გვაქვს, ენსიდისის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა ლევან რატიანმა.