საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 2
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.