ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, სულ შტატებში კორონავირუსული ინფექციით 10 366 ადამიანი დაიღუპა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 352 971 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 130 689 შემთხვევა ნიუ იორკის შტატში.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან სულ 18 953 ადამიანი განიკურნა.