ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ვირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სულ საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციით 8 911 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ.
სულ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 785 შეთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16 354 პაციენტი.