ვღანეთის ხელისუფლება მართლაც აწარმოებს მოლაპარაკებას რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ლიდერებთან. ეს განცხადება ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ "სი-ენ-ენ"-თან საუბარში გააკეთა. კარზაი აღნიშმავს, რომ ეს მოლაპარაკებები იმიტომ მიმდინარეობს, რომ "რაც შეიძება მალე მოხდეს ქვეყანაში მშვიდობის მიღწევა". ამას გარდა, მისივე თქმით, მოლაპარაკებებს "ოფიციალურს" ვერ დარქმევ.
"საუბარი არ მიდის რეგულარულ ოფიციალურ კონტაქტებზე, ალბათ უფრო არაფორმალურ პირად ურთიერთობაზე, რომელიც უკვე გარკვეული ხანი გრძელდება", _ განაცხადა ავღანეთის ლიდერმა ლეგენდარულ ჟურნალისტთან ლარი კინგთან საუბარში.
ეს "აღიარება" კარზაიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც კინგმა სთხოვა მას კომენტარი გაეკეთებინა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბებთან მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სიტუაცია ამჟამად უკიდურესად დაძაბულია. მორიგი ტერაქტი ყანდაღარში 6 ოქტომბერს მოხდა, რომლის შედეგად ორი ძლიერი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა და 26-მა კი სხეულის სხვა და სხვა დაზიანება მიიღო.