გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირი მისი შექმნის დღიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამის შენსახებ გერმანიის კანცლერმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ევროკავშირი მისი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რომ ევროპა ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მერკელმა, რომელიც სატელეკომუნიკაციო საშუალებით ასევე ესაუბრა ევროპის სხვა ლიდერებს, აღნიშნა, რომ გერმანიამ და ევროპამ მთლიანობაში უნდა გააძლიერონ მათი შესაძლებლობები, როდესაც საქმე ეხება ისეთი დამცავი საშუალებების წარმოებას, როგორიცაა სამედიცინო ნიღბები.
"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი იყოს საჭირო მასალებით", - თქვა მან.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, 7 აპრილს გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ონლაინკოსულტაცია, რათა იმსჯელონ ბლოკის წევრების ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.