ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ამ დღეებში კლინიკიდან კიდევ გაეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები.
"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ ყველას გავწერთ", - თქვა მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტის კი კრიტიკული.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან სულ ამ დროისთვის 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით საერთო ჯამში 188 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 2 პაციენტი.