სომხეთში კორონავირუსით 6 პოლიციელი დაინფიცირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს წამომადგნელმა აიკ მგრიანმა განუცხადა.
პოლიციის კიდევ 16 თანამშრომელი იზოლაციაშია გადაყვანილი და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 833 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 289 389-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა 70 590-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 270 372 ადამიანი.