რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. იუწყება ვატიკანის პრესსამსახური.
წმინდა საყდრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი შენატანი დახმარების ფონდში თავად რომის პაპმა განახორციელა 750 ათასი დოლარის ოდენობით.
ამავდროულად, რომის პაპი მოუწოდებს ყველა საეკლესიო ერთეულს, სასულიერო პირებს და არამხოლოდ მათ, შესაძლებლობის მიხედვით გაიღონ შესაწირი ფონდისთვის, რათა ამ სახსრებით კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დახმარება შეძლონ.
"მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის მისიის საზოგადოებების ქსელს, რომლებიც იმყოფებიან მსოფლიოს ყველა ეპარქიაში, გააკეთონ ყველაფერი რაც მათ შეუძლიათ და მხარი დაუჭირონ წმიდა მამის ამ მნიშვნელოვან ინიციატივას", - ნათქვამია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე რომის პაპმა იტალიის ქალაქ ბერგამოს ერთ-ერთ საავამდყოფოს რამდენიმე ათასი დოლარი გადაურიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძლველად.