დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლონდონის ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და არ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა პრემიერს ხელოვნური სუნთქვის აპარატის მხარდაჭერა.
გუშინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრესსამსახური იუწყებოდა, რომ კორონავირუსის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნებოდა ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.