საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულია 39 მოქალაქე. გარდაიცვალა ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.