საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებული პაციენტები სავარაუდოდ დღეს დატოვებენ კლინიკას.
stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-ს შეადგენს. სულ გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე.
გარდაიცვალა ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.