ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია შეინიშნება.
"ესპანეთი იმყოფება ეპიდემიის შენელების სტადიაში... მონაცემები მოწმობს იმას, რომ საკარნტინო ზომები მოქმედებს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 ათასზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 674 პაციენტი, რაც მიუთითებს ბოლო დღეებში შემცირების მკაფიო ტენდენციაზე.
სალვადორ ილიას განცხადებით, ქვეყანაში 15-დან 20 ათასამდე ტესტირება კეთდება. რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ილიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს უფრო დეტალური ინფორმაცია შეაგროვოს მოხუცთა თავშესაფრებში არსებული ვითარების შესახებ.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 130 759-ს მიაღწია, გარდაიცვალა 12 418 ადამიანი.