ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით პარტია "სამშობლო" ლიდერობს. ამ ეტაპზე ბიულეტინების 50 პროცენტი დათვლილია.
პარლამენტის 120 მანდატის მოსაპოვებლად 7 პარტია იბრძვის.
დამკვირვებლების თქმით. არჩევნებში იყო დარღვევები და ასევე ხდებოდა ბიულეტინების გაყალბებაც.
ახალი არჩევნები მიზნად ისახავს საპრეზიდენტო მმართველობის შემცირებასა და საპარლამენტოს ხელისუფლების უფლებების გაზრდას.
ქვეყანაში მოხდარი გადატრიალების შემდეგ, რომელსაც 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია.