სინგაპურის ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის უფასო მრავალჯერადი სამედიცინო ნიღბების დარიგება დაიწყო. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად 5-დან 12 აპრილამდე თოთოეულ მოქალაქეს ერთი მარვალჯერადი გამოყენების სამედიცინო ნიღბის მიღება შეუძლია.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მრავალჯერადი ნიღბების გამოყენება მანამდე შეიძლება, ვიდრე არ გაცვდება.
ხელისუფლების აზრით, სამედიცინო ნიღბების გლობალური დეფიციტიდან გამომდინარე, ეს ზომები საშუალებას მისცემთ შეინარჩუნონ ქირურგიული ნიღბები მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება, კერძოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
ბოლო მონაცემებით, სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების 1 189 შემთხვევაა დადასტურებული.