საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა. ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
"გულის უკმარისობა, ანამნეზში გადატანილი მიოკარდიუმის ინფაქტი, აღნიშნული დაავადებები არის მაღალი რისკის ჯგუფი. შესაძლებელია აღნიშნული ლეტალური შედეგი ამ ქალბატონთან ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია,"- განაცხადა ლევან რატიანმა.
81 წლის ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარრეობა დამძიმდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია.