საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანი განიკურნა, აქედან 25 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზრდება. მათ შორის, ეზუგბაიას ვარაუდით, მცირეწლოვნებიც იქნებიან. ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, 2 ბავშვი რჩება.
სულ კორონავირუსით კლინიკაში 36 პაციენტს მკურნალობენ, 1 დადასტურებული შემთხვევა მათ გუშინ დაემატათ - ეზუგბაიას განცხადებით, პირი მათ პაციენტებთან კონტაქტში მყოფია