ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 113 704-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 3 565-ს მიაღწია. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
ნიუ იორკის შტატი ამ დროისთვის აშშ-ში ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.
შეერთებულ შტატებში გამოვლენილია კორონავირუსის 278 942 შემთხევვა.
მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 1 141 190-ს მიაღწია, გარდაცვლილია 60 960 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 235 775 პაციენტი.