დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 41 903-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 4 აპრილის მონაცემებით ტესტირება ჩაუტარდა 183 19 ადამიანს. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 313-ს მიაღწია.
როგორც იუწებიან ბრიტანეთში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლი მეხუთე დღეა მატულობს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 1 140 327 ადამიანი, გარდაიცვალა 60 886, გამოჯანმრთელდა 233 930 პაციენტი.