საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა უკვე დატოვეს საავადმყოფო.
ინფორმაცია აისახა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.