პოპულარულმა პოპ-შემსრულებელმა მადონამ ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსისა და მისი ცოლის მელინდას საქველმოქმედო ფონდში Bill & Melinda Gates Foundation, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის ძიებაშია. იუწყება ჟურნალი Variety.
"თანხა გადაირცხება COVID-19-ის რეაგირების ფონდში, რომელსაც მართავენ ფონდ Philanthropy Partners-ის პარტნიორები და არა თვითონ ფონდში", - განუცხადა გამოცემას ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მომღერალმა თავის ვებგვერდზე მიუთითა, რომ უერთდება ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-ის ძალისხმევას წამლის მოსაძიებლად COVID-19-ის შესაჩერებლად და დაავადებულთა სამკურნალოდ.
მადონა მედიკოსებს, მეცნიერებსა და პირველადი დახმარების სპეციალისტებს უხდის უდიდეს მადლობას და წარმატებებს უსურვებს.