პოპულარულ ამერიკელ მომღერალ Pink-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
"ორი კვირის წინ ჩემს სამი წლის ვაჟს ჯეიმსონსა და მე COVID-19-ის სიმპტომები გამოგვივლინდა, საბედნიეროდ, ჩემს მკურნალ ექიმს ტესტებზე ხელი მიუწვდებოდა და ჩემი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა", - დაწერა Pink-მა Twitter-ზე.
მან აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მისი ახლობლები ორი კვირის განმავლობაში სახლში იმყოფებოდნენ და ექიმის მითითებებს ასრულებდნენ.
"რამდენიმე დღის წინ განმეორებითი ტესტი ჩავიტარეთ და ახლა, საბედნიეროდ, შედეგი უარყოფითია“, - განმარტა მომღერალმა.
ამასთან, Pink-მა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ერთი მლნ დოლარი გადარიცხა. მომღერალმა მადლობა გადაუხდა მედპერსონალს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.