კრიტიკული პაციენტი ქვეყნის მასშტაბით არის შვიდი. მაგრამ აქ არის განსხვავება. უიმედო არც ერთი არაა. თუმცა სადაც არ არის გამოსავალი ორია. ხუთი პაციენტის გადარჩენის შანსი მეტია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
"ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტია. თუმცა ვითარება ყოველ წუთში იცვლება. აქედან 60 პაციენტი ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე გაეწერა. ამჟამად ჩვენთან წევს 38 პაციენტი. 35 წევს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 გორის ჰოსპიტალში. დანარჩენი პაციენტები ბათუმში, ქუთაისში, ბოლნისში და საჩხერეში. სამი პაციენტი წევს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლიც პროვაიდერი გახდა ამ სერვისის, სადაც COVID19-ით ავადმყოფებს უმკურნალებენ", - აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.