თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.
"თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო არის არა პაციენტი, არამედ ექიმის მეუღლე. ის წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ინფიცირებული ექიმი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები მას გამოუვლინდა გუშინ, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა", - თქვა გოგიტიძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.