ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდიურ კუომომ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102 863-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 935-ს აღწევს.
ნიუ იორკის შტატი ამ მომენტისთვის შეერთებულ შტატებში ეპიდაფეთქების კერას წარმოადგენს.
ქალაქ ნიუ იორკში გასულ 24 საათში გამოვლენილია COVID-19-ის 5 350 შემთხვევა, სულ ქალაქში ამ დროისათვის ინფიცირებულია 57 159 ადამიანი.
შტატის ტერიტორიაზე ამჟამად 14 810 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. აქედან 3 731 პაციენტი ინტენსიურ მკურნალობას გადის. 8 800 ადამიანი გამოჯანმრთელდა.