გერმანიის უდიდესი საფეხბურთო მოედანი, ვესტფალენსტადიონი კორონავირუსის სამკურნალო ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა "დორტმუნდის ბორუსია" განაცხადა.
"ხვალიდან, სტადიონზე ყურადღება გამახვილდება არა ფეხბურთზე, არამედ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მკურალობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელმა დირექტორებმა განაცხადეს, რომ "სტადიონი იდეალური ადგილია ადამიანების დასახმარებლად".
"ეს არის ჩვენი სურვილი და მოვალეობა", - დასძინეს მათ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 85 903 შემთხვევაა გამოვლენილი.გარდაიცვალა 1 112 ადამიანი, გამოაჯანმრთელდა 22 440 პაციენტი.