რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4 149-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 601 შემხთვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 34 პაციენტი.
ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში დაავადებულთა უმეტესობა 45 წლამდე ასაკისაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 017 693 შეადგინა, გარდაცვლილია 53 164 პაციენტი, ამ დროისათვის კორონავირუსი 211 856-მა ადამიანმა დაამარცხა.